ეკონომიკური თვალსაზრისით, ArtCarat-ების დიდი რაოდენობით ფლობა არტბირჟის ხასიათზე გავლენის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ გადაწყდა ArtCarat-ების ჯამური რაოდენობის 65% ის გაყიდვა სხვადასხვა ეტაპზე, რათა ბაზარზე ჩამოყალიბდეს თანასწორი პირობები და პროექტის ავტორებიც მოკლებულნი იყვნენ ბირჟაზე ფინანსურ პრივილეგიას. 5% გადანაწილდება კომპანიიის პარტნიორებზე და გუნდის წევრებზე. დარჩენილი 30%, რომელიც კომპანია “პიაი (pi)”-ს საკუთრებაში რჩება, ჭკვიან კონტრაქტში იქნება დაბლოკილი და მათი განბლოკვა მოხდება ეტაპობრივად, 3 წლის განმავლობაში.



  • PRIVATE SALE

    10%
  • PRE SALE

    5%
  • PRE ICO

    15%
  • ICO

    35%
  • PARTNERS

    5%
  • KOMPANY

    30%

არტბირჟის ინფრასტრუქტურა

იქიდან გამომდინარე, რომ არტობიექტის დაკრიპტვა ArtCarat-ების გარკვეულ რაოდენობას საჭიროებს, რაც მეტი არტობიექტი დაიკრიპტება, მით ნაკლები ArtCarat დარჩება ბირჟის ეკოსისტემაში. დროთა განმავლობაში ArtCarat-ების დეფიციტი შეიქმნება. მათი საჭიროება კი არტზე მოთხოვნის ზრდის პროპორციულად გაიზრდება, რაც გამოიწვევს ArtCarat-ების ღირებულების ზრდას, ხოლო ეს, თავის მხრივ, არტობიექტის ღირებულების ზრდის მიზეზი გახდება, რადგან არტობიექტის შემადგენლობაში ArtCarat-ები შედის. იმ შემთხვევაში, თუ ბირჟაზე გაჩნდება მეტად კონკურენტუნარიანი არტნამუშევრები ან ძველი არტობიექტები ვეღარ დააკმაყოფილებენ თავისი შემადგენლობის ღირებულებას, მოხდება მათი განკრიპტვა მფლობელების მიერ და ამოღებული ArtCarat-ების ჩაბრუნება სხვა ნამუშევრებში. ესეც ერთგვარი ბუნებრივი გადარჩევის პროცესია, რომელსაც მხოლოდ ღირსეული ნამუშევრები გაუძლებენ, რაც ციფრული ხელოვნებაში შექმნის ახალ ტენდენციებს, ახალ „იმპრესიონიზმს“.



	


ბლოკჩეინ სტარტაპი

ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებით შესრულებულ ხელოვნების ნიმუშებს საინვესტიციო ბირჟაზე ფინანსურ აქტივად აქცევს, ხელოვნების ავტორებს კი საყოველთაო აღიარებას მოუტანს.



ArtActive


დემოკრატიული ჭკვიანი კონტრაქტი (Smart Contract) Ethereum ბლოკჩეინზე.


ArtCarat


დემოკრატიული არტბირჟის შიდა კრიპტოვალიუტა


არტგალერეა


სავაჭრო ობიექტი, ხელოვნების ნიმუშების პირველადი გაყიდვებისთვის.


არტმარკეტი


არტობიექტების ყიდვა-გაყიდვა, ინვესტირება თანამედროვე ხელოვნებაში.


არტაუქციონი


ხელოვნების საუკეთესო კრიპტონიმუშები.




video

პროდუქცია

კომპანიის პროდუქცია ArtActive-ში რეგისტრირებულ 21 000 000 ArtCarat-ს წარმოადგენს. ArtCarat-ები გარკვეულწილად არტბირჟის შიდა კრიპტოვალუტაა, თუმცა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც არტობიექტის შემადგენელი მასალა. ის ფაქტი, რომ არტობიექტები ArtCarat-ებით ხდება უზრუნველყოფილი, კვეთს სურათს, რომელშიც ხელოვნების ნიმუში ნაწილობრივ მის შემადგენლობაში მყოფი აქტივების ობლიგაციის ხასიათს ატარებს. მეორე მხრივ, არტობიექტის ფინანსურ ღირებულებაზე უმეტესწილად გავლენას ახდენს მისი მხატვრული ღირებულება და ავტორის იმიჯი, ArtCarat-ების რაოდენობა კი არტობიექტის სტატუსს ასახავს.


არტბირჟის პირობებში ხელოვნების ნიმუშები განიხილება როგორც პროდუქცია, რომელსაც მომხმარებლები ქმნიან. შეიქმნება ისეთი ნამუშევრებიც, რომლებსაც დეკორაციული ფუნქცია აქვთ, მაგალითად: ვოლფეიფერები მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერებისთვის, შესაძლებელია საკოლექციო კომბინაციების წარმოება, ქვეყნებისა და ქალაქების სახელობის უნიკალური საკოლექციო კრიპტომონეტები, ჰოროსკოპების საკოლექციო ხაზი, მზის სისტემის კრიპტოპლანეტების საკოლექციო ხაზი, ცხოველები, მცენარეები და უამრავი სხვა პროდუქცია 3D ან 2D გამოსახულებით. ამ პროდუქციას აწარმოებენ მომხმარებლები, რისთვისაც ArtCarat-ები დასჭირდებათ.


მოგების ორმხრივი პოტენციალი

არტბირჟა შინაარსობრივად საინვესტიციო ბირჟას წარმოადგენს, სადაც მოგების ორმხრივი პოტენციალის პრინციპი მოქმედებს: ინვესტირება ერთდროულად ხელოვნებაში და კრიპტოვალუტებში. ამ შემთხვევაში ორივე აქტივს მზარდი ღირებულების პოტენციალი გააჩნია.

ყიდვა


სამოქმედო გეგმა(ROADMAP)











გუნდი

ვანო სტეფანიშვილი

მარკეტინგის დირექტორი

დიმა კვაჭანტირაძე

ფინანსური დირექტორი

სოსო კოკოზაშვილი

გენერალური დირექტორი

ლევან ბაშარული

ბლოკჩეინ დეველოპერი

გიორგი მაისურაძე

ბლოკჩეინ დეველოპერი

ოთო მამესწარაშვილი

ვებ დეველოპერი

გოგა ყუფარაძე

გაყიდვების მენეჯერი

გვანცა გიგაური

მრჩეველი ფინანსურ საკითხებში

დაკო ბაქანიძე

იურისტი

ანი კობიაშვილი

DOTS

ხატია ნინუა

DOTS

გიო ომანიშვილი

DOTS

ხესუს ხმალაძე

DOTS








Preloader Image